თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის აქცია-კონცერტი დასრულდა. აქცია 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ტელეკომპანიის წარმომადგენელთა თქმით, აქცია სტრასბურგის სასამართლოში მიღწეულ გამარჯვებას მიეძღვნა. 7 მარტს სტრასბურგის სასამართლომ “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების ვადა გაახანგრძლივა.
აქციაზე, “რუსთავი 2”-ის თანამშრომლების გარდა, მხარდამჭერები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
ამ დროისთვის რუსთაველის გამზირის დასუფთავება მიმდინარეობს, რის შემდეგაც საავტომობილო მოძრაობა აღდგება.