ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მენინგოკოკური ინფექციის დიაგნოზით, ოთხი წლის ბავშვი გარდაიცვალა

ოთხი წლის მოზარდი, რომელიც მენინგოკოკური ინფექციის დიაგნოზით ბათუმიდან თბილისში იყო გადაყვანილი, დღეს, გამთენიისას გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას გაზეთი „ბათუმელები“ ოჯახის ახლობლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ოჯახის ახლობლები აცხადებდნენ, ბავშვს ბათუმში, დედათა და ბავშვთა რესპუბლიკურ ცენტრში მიყვანის დროს, სხეულზე სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა.

ბავშვის ახლობლები ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებდნენ, რადგან მათი თქმით, პაციენტი ანალიზების აღების შემდეგ, მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, სახლში გაწერეს.

მოზარდი შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოში ცხოვრობდა. ბათუმში იგი ნათესავის ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა.

იტვირთბა....