ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისხიდში, მოსახლეობის მომსახურეობის ცენტრი გაქურდეს. როგორც ადგილობრივებმა “მეტრონომს” აცნობეს, ქურდობა დღეს დილით მოხდა. წაღებული თანხის ოდენობა დგინდება.
როგორც შსს-ში გვითხრეს, ძიება სსკ 177 მუხლით-ქურდობით მიმდინარეობს.
გურიაში ეს ძარცვის პირველი შემთხვევა არ არის, ბოლო თვეებში “ლიბერთი ბანკის” მომსახურეობის რამდენიმე სერვის ცენტრი გაქურდეს. მიმდინარე თვის განმაბლობაში კი უკვე მესამე.