თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი, შალვა შავგულიძე, “რუსთავი 2”-ს მხარდაჭერას უცხადებს. აქცია-კონცერტის დაწყებამდე შალვა შავგულიძე აღნიშნავს, რომ მთავრი ბრძოლა წინ არის და მთელი მოსახლეობა მის დასაცავად უნდა გაერთიანდეს.
„ბიძინა ივანიშვილს თავისი არაფორმალური მმართველობის განსახორციელებლად აუცილებლად ესაჭიროება სრული კონტროლი მედიასივრცეზე. ეს არის დროებითი ღონისძიება და ძირითადი ბრძოლა წინ არის.
ხელისუფლებამ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არასწორად გაავრცელა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სიმართლე არის “რუსთავი 2”-ის მხარეს. მე იმედი მაქვს, რომ აუცილებლად გაიმარჯვებს და სწორედ “რუსთავი 2”-ის გამარჯვება ამ საქმეში იქნება დღეს საქართველოს გამარჯვება,“ – განაცხადა შალვა შავგულიძემ.