ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ლევან იზორია სამხედრო კაპელანებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოძღვრებს შეხვდა. შეხვედრაზე კაპელანებმა საკუთარი საქმიანობის დეტალებსა და მომავალ გეგმებზე ისაუბრეს. ლევან იზორიამ სამხედრო კაპელანების პრობლემები მოისმინა და მხარდაჭერა აღუთქვა.

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 31 სამხედრო მოძღვარი მსახურობს. მათგან ერთი როტაციის წესით ქართულ სამხედრო კონტიგენტთან ერთად ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში იმყოფება. სამხედრო კაპელანების ძირითადი ფუნქცია პირადი შემადგენლობის მორალურ-ზნეობრივი სულისკვეთების ამაღლებაზე ზრუნვაა.

იტვირთბა....