2016 წელს საქართველოში ტურისტების მაჩვენებელმა ექვს მილიონს მიაღწია, რაც ქვეყნისათვის რეკორდული მაჩვენებელია. ტურისტს, რომელიც საქართველოში შემოსული ექვსი მილიონი ტურისტიდან ბოლო იყო, განსაკუთრებული სიურპრიზი მოუწყვეს. ჰოლანდიელ ჯასპერს გიდობა პრემიერმინისტრმა გაუწია.
უცხოელ მოგზაურს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქართული ღვინო გადასცეს და სპეციალურად მისთვის განკუთვნილი ავტომობილი და მძღოლი დაახვედრეს.
ავტომობილში ჯასპერს მძღოლმა გადასცა წერილი, სადაც ეწერა, რომ ის განსაკუთრებული სტუმარი იყო და სიურპრიზები ელოდა.
ჯასპერს აეროპორტის გზაზე სპეციალური ესკორტი დახვდა და ასე მიაცილეს დანიშნულების ადგილამდე, სადაც მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დახვდა.
მინისტრმა მას გიდობა გაუწია, ქართული სიმღერისა და მუსიკის ფონზე რესტორანში უმასპინძლა და ქვეყნის სამზარეულოც გააცნო.