ადვოკატი გიორგი ფანცულაია მოითხოვს, დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა გასაჯაროვდეს. მისი თქმით, პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებაში დეკანოზს გაცემული აქვს პასუხები კითხვებზე, რომელიც “მარილზე გაშვებას” უკავშირდება. ფანცულაიას თქმით, დაკითხვის დროს პასუსხი გაეცა კითხვასაც, თუ ვინ არ ჭამდა ტკბილეულს.
“მამა გიორგი მამალაძემ როდესაც ჩვენება მისცა, კითხვა იყო დასმული თუ ვის გულისხმობდა აუდიოჩანაწერში, როდესაც ამბობდა ტკბილეულს არ ჭამდა, რომელზეც პასუხი გაეცა. ასევე დაკითხვის დროს, შეკითხვა იყო დასმული თუ ვისზე საუბრობდა ის მრავლობითში. მე მოვითხოვ, რომ ან გამოძიებამ გაასაჯაროოს მამა გიორგი მამალაძის 33-ფურცლიანი ჩვენება, ან მე მომცენ ამის უფლება. თუმცა, ახლა ამ კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ”, – განაცხადა ფანცულაიამ.