პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საკონსტიტუციო ცვლილებებზე საჯარო განხილვა იწყება, რომელიც გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით იმართება და 170-ზე მეტი სტუმარია მიწვეული.
“როგორ უნდა გახდეს საკონსტიტუციო პროცესი ჩვენი გაძლიერების მიზეზი და მიზანი, მაგრამ არა ისე, როგორც აქამდე ეს ხდებოდა, როცა დახურულ კაბინეტებში იწერებოდა დოკუმენტი, კონსტიტუციის გადასინჯვის ჩვენი საზოგადოების გამთლიანების წინაპირობა გახდეს, ყველა უნდა ვმონაწილეობდეთ ამ პროცესში. კონსტიტუცია ყველას გვაერთიანებს… მას ხელს ქართველი მოსახლეობა უნდა აწერდეს… ჩვენ ვიწყებთ პროცესს – კონსტიტუცია ყველასია, რომლის მიზანია ყველა ჯგუფს მივცეთ შესაძლებლობა, გამოხატოს პოზიცია ამ უმნიშვნელოვანესი თანხმობის დოკუმენტში,“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა პრეზიდენტის არჩევის წესზეც გააკეთა კომენტარი.
“ეს საკითხი გადაწყდა ისე, რომ ეს უფლება ქართველ ხალხს არ წაერთვა, მაგრამ კიდევ ბევრი საკითხია, რომელზეც მე თქვენი აზრის მოსმენა მაინტერესებს,”- აღნიშნა პრეზიდენტმა.