გერმანიაში ერთ-ერთ მეტროსადგურში გამვლელებზე ნაჯახით თავდასხმის გამო ერთი ადამიანი დააკავეს. უცხოური მედიის ინფორმაციით, დაშავებულია შვიდი ადამიანი.
ერონიუსის ინფორმაციით, პოლიციის ვერსიით, სავარაუდოდ, ეს ტერორიზმი არ ყოფილა. ერთ-ერთი ვერსიით, თავდამსხმელს ფსიქიკური პრობლემები აქვს. დაკავებული წარმოშობით იუგოსლავიიდანაა, ის გერმანიაში ცხოვრობს.