ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სინოდის სხდომა იყო, თუ ტოიოტას Show Room“

წმინდა სინოდის სხდომაზე „ჯიპის“ მარკის ავტომობვილებით მისული სასულიერო პირების მიმართ, სოციალურ ქსელში საზოგადოების მხრიდან უარყოფითი შეფასებები მოჰყვა. ერთ-ერთი მომხმარებელი წერს, რომ მან ვერ გაარკვია სინოდის სხდომა იყო თუ ე.წ. „კოზა ნოსტრას“ მაფიოზური თავშეყრა.

„ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი,მაგრამ არ მიმაჩნია მისაღებად ასეთი კადრები,რომ ვერ გაგირკვევია „კოზა ნოსტრას“ შეკრებაა თუ წმინდა სინოდის…

უნდა იყოს…მაგრამ არა ამ დონის,ღმერთის მოძღვრებას ასწავლიან მოსახლეობას და შესაფერისადაც უნდა გამოიყურებოდნენ….“-წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.

სცენარისტი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ამ მანქანების ღირებულება 100000$-ზე ნაკლები არ არის და მათი გაყიდვის შემთხვევაში საპატრიარქო არა ერთ თავშესაფარს ააშენებდა.

„ეს ფოტო წმინდა სინოდის კრებიდანაა. არცერთი მანქანა არ ღირს 100000$-ზე ნაკლები. გაყიდეთ ეს მანქანები და ააშენეთ უფასო საავადმყოფო! არ გამოვა ეგ ამბავი? თუ იაფიანი მანქანებით რომ იაროთ, ღმერთი დაგსჯით?

თქვენს მაგივრად თუ არ მრცხვენოდეს ამდენ მშიერში მასეთი მანქანებით სიარულის, ძაღლიშვილი ვიყო.

ღმერთი ვისაც სწამდა, იმათმაც დაკარგეს რწმენა, წესიერ და ღმერთის მოყვარე მღვდლებსაც ეჭვით უყურებს უკვე ხალხი.

გგონიათ ღმერთი დაბურულ ფანჯრებში ვერ იყურება? თუ ვერ იყურება და მაგასაც ვნახავთ !“-წერს სინჯიკაშვილი.

 

toyota

toyota2

იტვირთბა....