“საქართველოს პრემიერ-მინისტრ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან შედგა შეხვედრა. პრემიერ-მინისტრმა მოისმინა არგუმენტები, რომელიც ჰქონდა სტუ-ს აკადემიურ საბჭოს. ჩვენ შევჯერდით საკითხებზე, პრემიერმა გაითვალისწინა ყველა საკითხი, რომელიც პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს ჰქონდათ. შემდეგ გვქონდა მსჯელობა ჰუმანიტარულ პროგრამებზე. ჩვენ შეჯერებული ვიყავით, ისინი წავლენ მილევად რეჟიმში, შემდეგ კი გადავლენ თსუ-ში. მინდა ვთქვა, რომ შეხვედრა იყო კონსტრუქციული და პროდუქტიული იყო. რასაც 10 დღის განმავლობაში ვამბობდი, ჩვენი ხელისუფლება, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით არის დემოკრატიული და ის არ ჰგავს ყოფილ ხელისუფლებას.”
Ipn-ის ცნობით, ეს განცხადება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ ქართული ოცნების პრემიერთან ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
ქართული ოცნების პრემიერის ირაკლი კობახიძის თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება.

