ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

+23 გრადუსი: როგორ ამინდს ვარაუდობენ სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 – 11 მარტისთვის დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +18, +23 გრადუსი იქნება.
ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი.
აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში, მათ შორის თბილისში შესაძლებელია მცირე წვიმა, დილის საათებში ნისლი. ჰაერის ტემპერატურა +9, +14 გრადუსი იქნება.
11 მარტს დღის მეორე ნახევრიდან და 12 მარტს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში გაწვიმდება და აგრილდება.

იტვირთბა....