ახალი ამბები მთავარი სამართალი

თერჯოლის რაიონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა

თერჯოლის რაიონის სოფელ ეწერში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

იტვირთბა....