ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს და რუსეთის ფედერაციას მოვუწოდებ, რომ გადაწყვეტილებას გადახედონ”

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას და რუსეთის ფედერაციას, აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე გამშვები პუნქტების დახურვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებს.

ციხელაშვილის განცხადებით, გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული,  პირველ რიგში ადგილობრივ მოსახლეობას აზიანებს. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება უწყვეტ კომუნიკაციაშია საერთაშორისო თანამეგობრობასთან, რათა ურყევი იყოს მათი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

„ჩვენ გვაქვს უწყვეტად კომუნიკაცია ჩვენს მთავარ პარტნიორებთან იმისათვის, რომ მომავალშიც ურყევი იყოს მათი მხარდაჭერა, იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ გადავდგათ ნაბიჯები გადაადგილების თავისუფლების გამარტივებისკენ.

მოვუწოდებ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს, რუსეთის ფედერაციას, რომ გადახედონ ამ გადაწყვეტილებას, გააცნობიერონ მთელი სიმძიმე ადგილობრივად უსაფრთხოებისთვის და პირველ რიგში მოსახლეობისათვის და საქართველოს ხელისუფლების მცდელობის კვალდაკვალ ხელი შეუწყონ ადამიანების მდგომარეობის გაუმჯობესებას,“-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

იტვირთბა....