ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა მარიხუანის დეკრიმინალიზაციას მხარი დაუჭირა. ახალი კანონმდებლობით, პირს, რომელსაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე მარიხუანის მოხმარებისთვის დააკავებენ, ჯარიმის სახით 270 დოლარის გადახდა მოუწევს, განმეორებით დაკავების შემთხვევაში თანხა გაორმაგდება.
კანონის მესამედ დარღვევისთვის სახელმწიფო ორგანოები კანონდამრღვევს მეთვალყურეობის ქვეშ აიყვანენ, სისხლის სამართლის საქმე კი მხოლოდ მეოთხე დარღვევის შემთხვევაში აღიძრება. გადახდილი ჯარიმებით ნარკოდამოკიდებულებასთან ბრძოლის პროგრამები დაფინანსდება.