უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ირლანდიელ ბლოგერ კეილინ რობერტსონთან ინტერვიუში განაცხადა – “არავის აქვს ახლა ისეთი გამოცდილება სახმელეთო ძალებთან მიმართებაში, როგორც ჩვენ და ეს არ არის სასიხარულო”.
“ახლა მაღალ დონეზე ვართ, ჩვენი ჯარისკაცების, შესანიშნავი ხალხისა და სხვადასხვა პროდუქციის წყალობით, რომლის წარმოებაც ომის დაწყებისთანავე გავზარდეთ… ამერიკელებმა დახმარება გვთხოვეს და რა თქმა უნდა ვამაყობ, რომ შეგვიძლია დავეხმაროთ ამერიკელ პარტნიორებს. უკრაინას აქვს კარტები, რომლებიც აქამდე არ უჩვენებია, თუმცა ახლა ყველამ გაიგო და დიახ ეს სიმართლეა… არავის აქვს ახლა ისეთი გამოცდილება სახმელეთო ძალებთან მიმართებაში, როგორც ჩვენ და ეს არ არის სასიხარულო.
ბევრი ადამიანი დავკარგეთ, ეს არის რეალური გამოცდილება, რადგან რუსეთი თავს დაგვესხა… ეს არის ძალიან სახიფათო ახალი ომი, ახალი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ. ვფქირობ, რომ სამყარო მზად არ არის მსოფლიო ომისთვის, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში, მსოფლიო ომი მხოლოდ დრონებითა და რაკეტებით თავდასხმა არ იქნება. ეს იქნება სახმელეთო ძალებით, სახმელეთო შეტევებითა და დანაკარგების გლობალური რაოდენობით” – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ირლანდიელ ბლოგერ კეილინ რობერტსონთან ინტერვიუში.

