„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ განცხადებით, ომის დაწყების შემდეგ „ყველაზე ინტენსიური და ძლიერი ოპერაცია“ დაიწყეს.
„ჩვენ უწყვეტ, მიზანმიმართულ და ძლიერ დარტყმებს გავაგრძელებთ. ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც ომის ჩრდილი ჩვენი ქვეყნიდან გაქრება“, – ნათქვამია „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ განცხადებაში.
ასევე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ომის გაგრძელების პირობებში „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ მტრის სრულ კაპიტულაციაზე ფიქრობს“.
„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ აცხადებს, რომ ღამის განმავლობაში ისრაელისა და რეგიონში მდებარე აშშ-ის სამიზნე ობიექტების წინააღმდეგ ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს.

