“ადვოკატთა ასოციაციის” თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც “ბავშვთა სამყაროს” ერთ-ერთი დაზარალებულზე წერს. მისი თქმით, ნერვიულობის ნიადაგზე დაიღუპა ერთ-ერთი დაზარალებული შოთა ხატიაშვილი. მას ბანკის დავალიანება ჰქონდა და შენობის დაწვის შემდეგ ვერ ახერხებდა მის დაფარვას.
“დაკრძალეს, ბავშვთა სამყაროს დაწვის შედეგად დაზარალებული შოთა ხატიაშვილი, რომელსაც ნერვიულობისგან გული გაუსკდა. ბატონ შოთას ბანკიდან 35 000 დოლარი ჰქონდა გამოტანილი, ორი ბინა ჩადებული ბანკში, ყოველ დღე დადიოდა დამწვარ ტერიტორიაზე, ნერვიულობდა, ამბობდა ამ ამბავს ვერ გადავიტანო , არავინ დაუჯერა….. ნათელში იყოს მისი სული”. – წერს საკუთარ ფესიბუქ-გვერდზე “ადვოკატთა ასოციაციის” თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი.
შეგახსენებთ, რამდენიმე ხნის წინ, სადგურის მოედანზე, “ბავშვთა სამყაროს” შენობა დაიწვა, რის შედეგადაც გაჩნდა ათობით დაზარალებული.