ახალი ამბები მედია მთავარი

“პატრიოტთა ჯგუფმა ბოლომდე არ ჩამოუშვა ხელები და შედეგიც დადო”

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ პროცესებს  სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მისი თქმით, სანამ ახალგაზრდა წითელმა ინტელიგენტებმა გადაწყვიტეს, რომ „რუსთავი 2“-ის საქმე ისედაც წასული იყო, პატრიოტთა ჯგუფმა ბოლომდე არ ჩამოუშვა ხელები და შედეგიც დაიდო.

„სანამ ახალგაზრდა წითელმა ინტელიგენტებმა და ყველა ჯურის კონფორმისტებმა გადაწყვიტეს, რომ „რუსთავი 2“-ის საქმე ისედაც წასული იყო და ამიტომ მთავარი ქართული სახელმწიფოს შემქმნელის ლანძღვა და საკუთარ უუნარობაში დადანაშაულება იყო, პატრიოტთა ჯგუფმა ბოლომდე არ ჩამოუშვა ხელები და შედეგიც დადო. საბოლოო გამარჯვებაც დარჩებათ მებრძოლ იდეალისტებს! ვსვამ რუსთავი ორელების და საქართველოს სადღეგრძელოს!“, – წერს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე სააკაშვილი.

შეგახსენებთ, უზენაესი სასამართლოს 9 მოსამართლისაგან შემდგარი დიდი პალატის გადაწყვეტილება, რომ ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნოს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის  სასამართლომ შეაჩერა.

იტვირთბა....