ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“რუსთავი 2-ის მხარემ სტრასბურგში გააგზავნა განცხადება, რომ დასრულდებოდა დემოკრატია და თბილისის ქუჩებში ატყდებოდა ქაოსი”

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საზოგადოებას “რუსთავი 2″-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების დეტალები გააცნო.

,,როგორც ამ კორესპონდეციიდან ირკვევა დღეს რუსთავი 2-მა, როგორც კომპანიამ მიმართა სტრასბურგის სასამართლოს, ამ საქმეს მიენიჭა ნომერი, რუსთავი 2-მა მოპასუხედ დაასახელა საქართველოს მთავრობა.

რუსთავი2- წარმოდგენილია ადვოკატი მურადაშვილით, რუსთავი 2 -მა სტრასბურგისგან ითხოვა შეტანილ საჩივარზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომელსაც სტრასბურგი დროებით ღონისძიებას უწოდებს და სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნაა:

აეკრძალოს ხელისუფლებას 2 მარტის გადაწვეტილების აღსრულება, ვიდრე სტრასბურგი არ განიხილავს არსებითად და რომ აეკრძალოს ხელისუფლებას დახუროს ან გაადვილოს რ2-ის დახურვა და მესამე, რომ აეკრძალოს ხელისუფლებას შეცვალოს მენეჯმენტი ან ბორდი ამ კომპანიაში. რ2-მა ამ სამი მოთხოვნის დასასაბუთებლად წარადგინა სხვადასხვა განცხადებები, მათ შორის სტრასბურგის ევროსაბჭოს ასმბლეის EPP- ს გუშინდელი ამერკის საელჩოს განცხადება და მედიის შიგნით გაკეთებული განცხადება და თქვა, რომ თუ სტრასბურგის სასამართლო მის მიერ მოთხოვნილ ღონისძიებას არ გამოიყენებდა, დასრულდებოდა დემოკრატია და თბილისის ქუჩებში ატყდებოდა ქაოსი. ეს არის ის, რაც მოითხოვა კომპანიამ სტრასბურგის სასამართლოში. როგორც ირკვევა გადაწყვეტილება მიიღო მორიგე მოსამართლემ, რომლის გვარი უცნობია, ისე რომ ჩვენ მეორე მხარე არ ვყოფილვართ საქმის კურსში ჩაყენებული და არ ყოფილა გამოთხოვილი ჩვენგან ინფორმაცია.

სტრასბურგმა გადაწყვიტა, არა საქმის განხილვის დასრულებამდე, არამედ რვა მარტამდე მიღებულ იქნეს სარჩელის უზრუნველყოფა და ხელსუფლებამ არ განახორციელოს არანაირი ღონისძიება ნებისმიერი ფორმით, რომელიც გამოიწვევდა სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას, ამას მიანიჭა მოსამართლემ პრიორიტეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოდან გაგზავნილ ნებისმიერ საჩივარზე ადრე განიხილავს მოცემულ საქმეს.

ეს არის სულ, რაც შემიძლია გითხრათ. მხარეს წარმოადგენს იუსტიციის სამინისტრო და ჩვენი ვალია საზოგადოებისთვის გვეთქვა, რა მოითხოვა სტრასბურგის სასამრთლომ.”- განაცხადა წულუკიანმა.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ დააკმაყოფილა “რუსთავი2”-ის იურისტების მოთხოვნა და დროებით შეაჩერა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულების შესახებ.

https://www.youtube.com/watch?v=2QC_4UGc7fg

იტვირთბა....