ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

დეკანოზი მამალაძის ადვოკატი იმ წყველის შინაარსს ასაჯაროებს, რომელიც ბრალდებულმა გამომძიებლებს კითხვებზე პასუხების ნაცვლად გაუგზავნა

ე.წ ციანიდის საქმეზე დაკავებული მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ფეისბუქზე იმ წყევლას აქვეყნებს, რომელიც დეკანოზმა სამართალდამცავ ორგანოებს კითხვებზე პასუხების ნაცვლად გაუგზავნა:

,,ბევრი ვიფიქრე და მინდა გითხრათ თუ რისი თქმა მთხოვა მამა გიორგიმ გამოძიებისთვის,ხოლო პროკურორმა შემდგომ საჯაროდ სთქვა, რომ თურმე მამა გიორგიმ ის დაწყევლა. წაიკითხეთ!!!
ყოვლად წმინდა სამებავ, კრულყვოს, მზე დაუბნელოს, ზეცამ წვიმა არ მისცეს, მიწამ ნაყოფი შეუწყვიტოს, წყალი სისხლად ექცეს და მისი სისხლი წყლად, თუ მე შევიძინე ციანიდი, პატრიარქის, რომელიმე სასულიერო პირების ან შორენას მოსაწამლად. მე ვიყო ჩემი ოჯახით წყეული, ან ყველა ის პიროვნება და მისი ოჯახი, ვინც ეს მომიწყო და ჩამიდო ჩანთაში საწამლავი.
აწ და უკუნისამდე, ამინ!
P.შ. ეს სიტყვები ჩემს მიერ წაკითხული იქნა და გადაღებული ამის ჩანაწერი აქვს გამოძიებას, მამა გიორგიმ მთხოვა წერილი მიმეტანა წმინდა სინოდის წევრებთან და მათ ეს აღესრულებიათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ის აღასრულებს, სამწუხაროდ წერილის დაბრუნება მომიწია მამა გიორგისთვის რადგანც ციხის ადმინისტრაციამ მიუხედავად ჩემი დიდი ომისა წერილის გამოტანის საშუალება არ მომცა.
ის ამას აღასრულებს!”- წერს მიხეილ რამიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზი ოჯახის წევრების უსაფრთხოების გარანტიას ითხოვს, რის შემდეგაც ჩვენების მიცემას ჰპირდება გამომძიებლებს.

იტვირთბა....