ეუთოს წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხებში, დუნია მიატოვიჩი, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს მედიის დამოუკიდებლობა და პლურალიზმი:
“არხმა უნდა გააგრძელოს სრული დამოუკიდებლობით სარგებლობა და შეასრულოს თავისი პროფესიული საქმიანობა საზოგადოების ინტერესისთვის. წამყვანი დამოუკიდებელი მედიასაშუალების, რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკაზე ზეგავლენის მოხდენის შესაძლო მცდელობები სერიოზულად გამოუთხრის ძირს პლურალისტურ მედია გარემოს,” – წერია დუნია მიატოვიჩის განცხადებაში, რომელიც ცოტა ხნის წინ ეუთოს ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

