ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“პასუხების ნაცვლად, დეკანოზმა წყევლა შემოგვითვალა”

ე.წ. ციანიდის ბრალდებულმა დეკანოზმა, გიორგი მამალაძემ საქმის პროკურორები დაწყევლა. ამის შესახებ საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

პროკურორის განმარტებით,  ისინი მზად იყვნენ ბრალდებულის დაკითხვისთვის, თუმცა დეკანოზმა კითხვებზე პასუხის ნაცვლად, ჯერ ადვოკატების მეშვეობით „წყევლა შეუთვალა“, შემდეგ კი შეხვედრისას პირადადაც დაწყევლა:

„ნაცვლად იმისა, რომ ბრალდებულს გაეცა ჩვენ კრიტიკულ კითხვებზე პასუხები, მან შემოგვითვალა წყევლა ჩვენს მიმართ და ზოგადად სამართალდაცავი უწყებების მიმართ“ , – განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზის დაკითხვა უნდა განახლებულიყო.

იტვირთბა....