კომპანია “თელასის” ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, ხვალ სამგორის, ვაკისა და საბურთალოს რაიონების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა 10:0-დან 15:00 საათამდე ქინძმარაულის, წმინდა ბარბარესა და ჯავახეთის ქუჩებს, ასევე, ვაშლიჯვრის დასახლების, ვაშლიჯვრის IIა ზონისა და ემხვარის ქუჩის აბონენტებს შეეხება.
შუქი 10:00-დან 18:00 საათამდე ილია ჭავჭავაძის გამზირის ნაწილსა და ატენის ქუჩას გაეთიშება.
აბონენტებს ელექტრომომარაგება სამუშაოების დასრულების შემდეგ აღუდგება.