პროკურატურა ნდობას არ იწვევს,-ამის შესახებ მეუფე პეტრე ცაავამ უწყებაში შესვლამდე განაცხადა, სადაც დაკითხვისთვის დაიბარეს. მისი თქმით, დეკანოზი გიორგი მამალაძის დაკითხვა პროკურატურაში მის დაბარებას, სავარაუდოდ, არ უკავშირდება:
“იმედზე” ჟურნალისტმა ნანა ლეჟავამ დამისვა საინტერესო კითხვა- თუ საპატრიარქოს ჩრდილოვანი მმართველი ჰყავს, პროკურატურასაც ჰყავსო? და ახლა გამოჩნდება, რამდენად იმართება ჩრდილოვანი მმართველების, პრორუსული ძალების მიერ პროკურატურა. არ მიმაჩნია, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვის მერე დამიბარეს. განსაცდელს ღირსეულად შევხვდები”-განაცხადა მეუფე პეტრე ცაავამ ჟურნალისტებთან, რომელიც პროკურატურაში უკვე შევიდა.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით, მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებული დეკანოზ მამალაძის დაკითხვა გუშინ დაიწყო და სავარაუდოდ, რამდენიმე დღე გაგრძელდება. ამავდროულად, დღეს პროკურატურაში დაკითხვაზე მეუფე პეტრე ცაავა დაიბარეს, რომელსაც, სავარაუდოდ, როგორც ციანიდის საქმეზე, ასევე მის მიერ გავრცელებულ ინფრომაციებზე გამოჰკითხავენ.