ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“მითვალთვალებს, მისმენს, მაშანტაჟებს, ოჯახის უსაფრთხოებით მემუქრება…”

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

“მე ჩამსვა ამ ხელისუფლებამ თავისი მოსვლის პირველივე თვეებში სრულიად აბსურდული ბრალდებით. 4 დღე ვიჯექი და გამოვედი. მერე სასამართლოში გავმართლდი (მაშინ ჯერ კიდევ სუნთქავდა სასამართლო). მას მერე 5 წელია ყველანაირად მებრძვის – მითვალთვალებს, მისმენს, მიქვეყნებს, მაშანტაჟებს, ოჯახის უსაფრთხოებით მემუქრება… ამის წინააღმდეგ ბრძოლის ერთადერთი მეთოდი ამართლებს – გამბედავი მხილება და ხმაურიანი სიმართლე. ოდნავ მაინც ვინც დაუთმო, მოლაპარაკების შესაძლებლობის ილუზია ქონდა, ან თუნდაც ჩუმად გვერდით გადგომა ამჯობინა – ყველა გადათელეს. ასეთია ივანიშვილის modus operandi. ან გაბედული დაპირისპირება, ან სრული კრახი. მესამე არჩევანი ოლიგარქიულ ავტოკრატიაში არ არსებობს. ასეთია ჩემი პირადი გამოცდილება.” – წერს გვარამია

იტვირთბა....