ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

24 გრადუსი სითბო და უნალექო ამინდი: მიმდინარე კვირის ზუსტი პროგნოზი

მიმდინარე კვირას თბილი, თუმცა, ამავდროულად, მეტ-ნაკლებად ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, -ამის შესახებ “მეტრონომს” ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზირების სამმართველოს უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა:

“დღეს და ხვალ, 28 თებერვალსა და 1-ელ მარტს უნალექო ამინდია. განსაკუთრებით დათბება დასავლეთ საქართველოში. ამ რეგიონში  დღეს და ხვალ მოსალოდნელია 23-24 გრადუსამდე ტემპერატურის მატება, რაც გაგრძელდება 2 მარტამდე. აღმოსავლეთ საქართველოში 16-18 გრადუსამდე მოიმატებს ტემპერატურა. თბილისში 15-16 გრადუსი იქნება სითბო.

3 მარტს დასავალეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღისით გაწვიმდება და ტემპერატურა  24 გრადუსიდან 15-17 გრადუსამდე დაეცემა.  აღმოსავლეთ საქართველოში იგივე ტემპერატურა დარჩება-16-18 გრადუსი.

4 მარტს გაწვიმდება საქართველოს დასავლეთ ნაწილში და ტემპერატურა 15 გრადუსამდე დაიკლებს.

5-6 მარტს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. “-განაცხადა “მეტრონომთან” ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზირების სამმართველოს უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ.

 

იტვირთბა....