მთავარი პროკურორის მოადგილის გიორგი გოგაძის განცხადებით, მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების საქმეზე, დაცვის მხარეს უფლება აქვს, გამოძიების ფარგლებში თქვას, რისი თქმაც უნდა.
„თანასწორობის უფლება აბსოლუტურად დაცულია, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ“, – განაცხადა გოგაძემ.
მთავარი პროკურორის მოადგილის გიორგი გოგაძის განცხადებით, მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების საქმეზე მასალები საზოგადოებისთვის მაშინ გასაჯაროვდება, როცა ამას გამოძიება საჭიროდ ჩათვლის.
მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების ბრალდებით, დეკანოზი გიორგი მამალაძეა დაკავებული. მასთან ე.წ. მატროსოვის ციხეში, დილიდან პროკურატურის გამომძიებლები და ადვოკატები იმყოფებიან.

