ახალი ამბები მთავარი სამართალი

სოფელ ხოვლეს ტყეში 50 წლამდე ასაკის ტყის მცველის ცხედარი იპოვეს

შიდა ქართლში, სოფელ ხოვლეს ტყეში 50 წლამდე ასაკის ტყის მცველის ცხედარი იპოვეს. ტყის მცველი სახლიდან 25 თებერვალს გავიდა, ოჯახის წევრებმა კი სამართალდამცავებს მას შემდეგ მიმართეს, რაც მისი კუთვნილი ცხენი სოფელში მარტო დაბრუნდა და სატელეფონო კავშირი ვეღარ დაამყარეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით ატარებს, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.

იტვირთბა....