საქართველოს კიდევ 30 მოქალაქე ისრაელში არ შეუშვეს. როგორც ისინი აცხადებენ, ებრაელ მესაზღვრეებს საბუთები არ შეუმოწმებიათ და დეპორტაციის მიზეზი არ განუმარტავთ. ისინი ჩაფრენისთანავე სადეპორტაციო ციხეში გადაიყვანეს, სადაც, მათი თქმით, 3 დღის განმავლობაში გაუსაძლის პირობებში იმყოფებოდნენ. დაკავებულები საქართველოს საკონსულოს წარმომადგენელმა მოინახულა. ისინი საქართველოში წუხელ დაბრუნდნენ.
დეპორტირებულები ისრაელის საელჩოსთან აქციას გამართავენ და საქართველოს ხელისუფლებისგან განმარტებას მოითხოვენ.