ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

დემოკრატებმა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის გეგმა შეიმუშავეს

დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა, დევიდ ბროკმა გეგმა შეიმუშავა, რომლითაც ის აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს ცდილობს, ამის შესახებ ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს.

ბროკი დარწმუნებულია, რომ შემუშავებული პროგრამით 2020 წელს დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხი დღის წესრიგში დადგება. იგი ყველა მოქალაქეს და ინვესტორს მოუწოდებს, რომ ამერიკის ახალი პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებისთვის ერთობლივად იმუშაონ.

“ტრამპს ძალაუფლების ლეგიტიმური უფლება აქვს, თუმცა ჩვენც  მორალური უფლება  გვაქვს, რომ მისი შესაძლო იმპიჩმენტის საკითხზე ვიფიქროთ. ის არის საკმაოდ არაპოპულარული პრეზიდენტია და მისი პასუხისმგებლობის საკითხი ადრე თუ გვიან დღის წესრიგში დადგება” – მიმართავს ბროკი მოქალაქეებს.

 

იტვირთბა....