საქართველოში სომხეთის პრემიერ-მინისტრ კარენ კარაპეტიანის ოფიციალური ვიზიტი დასრულდა.
კარენ კარაპეტიანი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააცილა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი კარენ კარაპეტიანი საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, ის ქართველ კოლეგას და საქართვერლოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდა.
ამასთან, კარენ კარაპეტიანმა გიორგი კვირიკაშვილი სომხეთში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია, რაც მისი შეფასებით, ორი ქვეყნის ურთიერთობებს კიდევ უფრო განამტკიცებს.