დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელიც ე.წ. ციანიდის საქმეშია ბრალდებული, მატროსოვის ციხეში, 16:00 საათზე, გამომძიებლების მიერ, დღეს შემდეგი ექსპერტიზები ჩაუტარდება: დნმ-ის, ხმის და კალიგრაფიის.
დეკანოზის ადვოკატების განცხადებით, ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ, თუ დრო დარჩება, გამომძიებლები მამა გიორგი მამალაძეს დაკითხავენ.