ტელეწამყვან მაია ასათიანის ქალიშვილი საფრანგეთში საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია წერს.
ასათიანის ქალიშვილის მძიმე მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია დღეს დილით გავრცელდა. 18 წლის ნუცა მახვილაძე საფრანგეთში ცხოვრობდა და სწავლობდა. მაია ასათიანი შვილთან წუხელ გადაფრინდა. სამწუხაროდ, გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა.
“მეტრონომის” რედაქცია მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო, უსამძიმრებს მაია ასათიანს და მის ოჯახს.