დეკანოზ მამალაძის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ბრალდებულს პროკურატურა სავარაუდოდ ხვალ დაჰკითხავს. ამის შესახებ მან “რუსთავი 2”-თან აღნიშნა.
მისივე თქმით, დეკანოზი მამალაძე უწყებას ინფორმაციას ისე მისცემს, რომ საპატრიარქოს წარმომადგენლებს არ შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალი მაღალი სასულიერო პირის მკვლელობის მცდელობისთვის აქვს წარდგენილი.