თბილისი-რუსთავის მიმართულებით უახლოეს მომავალში ავტობუსები ივლიან. საკითხთან დაკავშირებით, თბილისის მერიასთან მოლაპარაკებები ამ დროითვისაც მიმდინარეობს. ინიციატივა, რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატს, გიორგი ბეგაძეს ეკუთვნის. ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს. გიორგი ბეგაძემ “ინფო რუსთავთან” საუბარში განაცხადა, რომ აუცილებელია ახალგაზრდებმა დედაქალაქში განათლების მიღება, ხელსაყრელი პირობებით შეძლონ:
„ჩემი მიზანია ახალგაზრდებისთვის განათლების მიღება და შესაბამისად სატრანსპორტო მომსახურება იყოს ხელმისაწვდომი“,- აცხადებს გიორგი ბეგაძე.
რუსთავი-თბილისის მიმართულებით დანიშნულ ავტობუსებით სარგებლობა ნებისმიერ რუსთაველს შეეძლება, სტუდენტები კი შეღავათებით ისარგებლებენ, ისინი მგზავრობას, თბილისში დაწესებული სამგზავრო სტუდენტური ტარიფის, ანალოგიური ღირებულებით შეძლებენ.
ტრანსპორტის რაოდენობაზე, გაჩერებების ლოკაციაზე, მოძრაობის განრიგსა და მგზავრობის ღირებულებაზე, მუშაობა ამ დროისთვის მიმდინარეობს.
წყარო: “ინფო რუსთავი”