ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სომხეთის პრემიერი საქართველოში იმყოფება

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი კარენ კარაპეტიანი საქართველოში ჩამოვიდა. სომხეთის მთავრობის მეთაურს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პირველი ვიცეპრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი დახვდა.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ კარენ კარაპეტიანთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა, რომ საქართველოსა და სომხეთს მრავალსაუკუნოვანი, კეთილმეზობლური, მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ქართველ კოლეგას მოწვევისა და თბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა.

„სომხურ-ქართული ურთიერთობები ძალიან მაღალ დონეზეა, მაგრამ ჩვენ ასევე გვაქვს ძალიან დიდი პერსპექტივები. ჩვენ გარკვეული იდეებით ჩამოვედით და სიამოვნებით განვიხილავთ მათ თქვენთან ერთად. დარწმუნებული ვარ, ჩვენი შეხვედრა შედეგიანი და ნაყოფიერი იქნება. დიდი მადლობა იმ თბილი მიღებისთვის, რაც ჩვენს დელეგაციას აღმოუჩინეთ“, – მიმართა კარენ კარაპეტიანმა გიორგი კვირიკაშვილს.

მხარეებმა, პირისპირ შეხვედრისას, სხვადასხვა სფეროში ორმხრივ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და მეგობრული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს.

იტვირთბა....