საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა გაიზიარა და “ცენტრპოინტის” დამფუძნებელს და დირექტორს მაია რჩეულიშვილს, დღევანდელ პროცესზე, 250 000 ლარის უძრავი ქონება ჩამოართვა.
როგორც პროკურორმა განაცხადა, მაია რჩეულიშვილმა გირაოს ღონისძიების პირობა დაარღვია და საგამოძიებო უწყებამ სწორედ ამიტომ მოითხოვა მისთვის ქონების ჩამორთმევა. ბრალმდებლის თქმით, რჩეულიშვილმა ახალი დანაშაული ჩაიდინა, მაშინ, როდესაც აღკვეთი ღონისძიების სახით ერთ-ერთ ეპიზოდზე, პატიმრობის ნაცვლად, გირაოთი გათავისუფლდა.
პროკურატურამ რჩეულიშვილს რამდენიმე დღის წინ ახალი ბრალი წაუყენა. გამოძიება მაია რჩეულიშვილს ამჯერად 236 177 ლარის მითვისებას ედავება.