სადარბაზოების დეზინფექციასთან დაკავშირებით, თბილისის მერია განცხადებას აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ დედაქალაქის მაცხოვრებლებმა უცხო პირებს გაურკვეველი მომსახურებისთვის თანხა არ გადაუხადონ:
“თბილისში პერმანენტულად აქტიურდებიან მოქალაქეთა ცალკეული ჯგუფები, რომლებიც, ვითომდა სადარბაზოების დეზინფექციის მიზნით, დედაქალაქის მცხოვრებლებს გარკვეული თანხის გადახდას სთხოვენ.
გვინდა კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ ეს ადამიანები არ არიან თბილისის მერიის თანამშრომლები და მოვუწოდებთ მოსახლეობას, არ გადაუხადონ თანხა უცხო პირებს გაურკვეველი მომსახურებისთვის.”-ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ამ თემის შესახებ “მეტრონომმა” მკითხველს ვრცელი სტატია მიაწოდა სათაურით: “გაფრთხილება თბილისელებს – სადარბაზოებში თაღლითური ჯგუფები მოქმედებენ”.