პროკურატურის განცხადებით, დღეს შესაძლოა მაია რჩეულიშვილს ქონება ჩამოერთვას. საქმე ცენტრ-პოინტის საქმეზე გირაოს სახით შეფარდებულ 250 ათას ლარს ეხება.
პროკურატურის განმარტებით გირაოში ყოფნის პერიოდში მან კვლავ განაგრძო მენაშენეთა კუთვნილი თანხის მოტყუებით დაუფლება, რა ეპიზოდზეც მას ახალი ბრალი რამდენიმე დღის წინ შეეფარდა. დაცვის მხარე კი ამ ფაქტს, წინასწარი 9 თვიანი პატიმრობის ვადის ამოწურვის მოახლოებას უკავშირებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქალაქო სასამართლოში ცენტრ პოინტის პროცესამდე ე.წ. ბათუმის მაგნოლიის საქმის განხილვაც არის ჩანიშნული, რომლის გადადებასაც დაცვის მხარე, იმისათვის ითხოვს, რომ მიეცეთ საშუალება დაესწრონ ცენტრ-პოინტის პროცესს სადაც უნდა გადაწყდეს ქონების ჩამორთმევის საკითხი.