კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დიდ დიღომში, ფარნავაზ მეფისა და მირიან მეფის ქუჩების კვეთაზე 900მმ-იან ახალ ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულს დაამონტაჟებს. შედეგად, დიდ დიღომს კვების ალტერნატიული წყარო ექნება, რაც მოსახლეობის სტაბილურ წყალმომარაგებას უზრუნველყოფს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, 24 თებერვალს, კომპანიას დაგეგმილი აქვს ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოები.
სამუშაოების წარმოებისთვის, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დილის 10:00 საათიდან, 25 თებერვლის დილის 10:00 საათამდე, საბურთალოს რაიონში წყალმომარაგება შეეზღუდება: ზაჰესის დასახლებაში – გრ. ხანძთელის, სხვიტორის და მიმდებარე ქუჩებს;
სოფელ ზურგოვანს; ამერიკის საელჩოს დასახლებას; დიდ დიღომს და მიმდებარე კერძო დასახლებას; საქალაქო სასამართლოს და მიმდებარე დასახლებას; ვაშლიჯვრის კერძო დასახლებას; დიღმის მას-ის I კვ-ის N10, N11 და N12 კორპუსებს; სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მიმდებარე დასახლებას; ზემო ვეძისის დასახლებას; თამარაშვილის, გოთუას და მიმდებარე ქუჩებს;
წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.