NATO-ს ავიაგამანადგურებლებს უფლება ექნებათ, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნების საჰაერო სივრცეში “საფრთხის შემცველი” სამიზნეები ჩამოაგდონ – როგორც Reuters ლიეტუვის პრეზიდენტზე დაყრდნობით წერს, სამხედრო ალიანსმა მხარი დაუჭირა, სრულფასოვან საჰაერო თავდაცვის მისიად გარდაექმნა ბალტიისპირეთის ქვეყნების საჰაერო სივრცეში პატრულირების პროგრამა, რომელიც 2004 წლიდან მოქმედებს.
გიტანას ნაუსედას თქმით, გადაწყვეტილების მიზანია, რომ NATO-ს საჰაერო ძალებს ჰქონდეთ მეტი მოქნილობა საფრთხეებზე რეაგირებისას.

