ახალი ამბები მთავარი სამართალი

ე.წ. ციანიდის საქმე: „თუ ეს საქმე შესაწყვეტია, უნდა შეწყდეს“

„მამა გიორგი არღვევს დუმილის უფლებას, ის მზად არის ჩვენება მისცეს“- ამის შესახებ დაკავებული მამა გიორგი მამალაძის ინტერესების დამცველმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა.

„ჩვენ შესაბამისად, მივმართავთ შესაბამის ორგანოებს. უკვე სრულყოფილად დაიწყება მისი დაკითხვა. წაყენებულ ბრალდებას, რაც აქვს მამა გიორგის, იგი უდანაშულოდ ცნობს თავს. თუ მივა პროკურატურა იმ დასკვნამდე რომ აქ აღარ არსებობს დანაშული და კანონის შესაბამისობაში მოიყვანს ფაქტობრივ გარემოებებს, აქედან გამომდინარე, საქმის მსვლელობას, უნდობლობა ვეღარ იქნება. თუ შესაწყვეტია, უნდა შეწყდეს ეს საქმე“- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად რომელ საათზე მოხდება გიორგი მამალაძის დაკითხვა. მასთან დღეს პირველის ნახევარზე ადვოკატი გეგმავდა შეხვედრას, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ცოტა ხანში მას გაიყვანენ ჩაფიძის გულის კლინიკიდან, საიდანაც გადაიყვანენ საპატრიარქოში, სადაც ილია მეორეს შეხვდება.

კომენტარის გაკეთებას გეგმავს დეკანოზ მამალაძის უფლებების დამცველიც.

ცნობისთვის, მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავეს. გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მიმართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, იყო თუ არა ეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი.

მისმა ახალმა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალი წაყენებული აქვს პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მიმართ.

იტვირთბა....