ახალი ამბები მთავარი სამართალი

ელისო კილაძე დაკითხვაზე დაიბარეს

გაზეთ “ქრონიკა პლიუსის” მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე დაკითხვაზე დაიბარეს. მისი  თქმით,  საგამოძიებო უწყებაში დაბარების მიზეზი, ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით გუშინ გაზეთში გამოქვეყნებული მასალებია. მათ შორისაა ბრალდებულთა შეცვლილი ჩვენებები და ეკა ბესელიას განცხადება.

ელისო კილაძის თქმით, ეკა ბესელიამ, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელობის დროს, თანხმობა განაცხადა, რომ ამ საქმეზე დაკავებულებს გაფორმებოდათ საპროცესო შეთანხმება.  მისი მტკიცებით,  ეს ფაქტი ადასტურებს ბესელიასა და პროკურატურის შეთანხმებულ მოქმედებას.

„ჩვენი განცხადების საფუძველზე ღურწკაია და რამდენიმე პირი დააკავეს და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მაშინდელმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ, რომელიც არის დაზარალებული ამ საქმეში თანხმობა მისცა ჰუმანურობიდან გამომდინარე თურმე, სანამ ამ ადამიანებმა ბრალი აღიარეს, მათ გაუფორმდათ საპროცესო შეთანხმება. ბუნებრივია ქალბატონმა ბესელიამ ამ კითხვას უნდა უპასუხოს, რამ აიძულა ის ყოფილიყო ასეთი ჰუმანური და დათანხმებოდა პროკურატურის ამ შემოთავაზებას,“-აცხადებს ელისო კილაძე.

კილაძე თბილისის მთავარ პროკურატურაში 14:00 საათზეა დაბარებული.

 

იტვირთბა....