ახალი ამბები მთავარი სამართალი

საკრებულოს შენობაში ცეცხლის გაჩენის მიზეზი კვლავ უცნობია

საკრებულოს შენობაში ცეცხლი ჩამქრალია-ამის შესახებ “მეტრონომს” შსს-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურში დაუდასტურეს.

როგორც საკრებულოს პრეს-ცენტრის წევრმა, თამუნა გვაზავამ “მეტრონომთან” განაცხადა, თანამშრომლები დღეს დათხოვნილები არიან:

“ამ ეტაპზე ცეცხლი ლოკალიზებულია,  მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, რათა დადგინდეს ცეცხლის გამომწევი მიზეზი. აქედან გამომდინარე, თანამშრომლები დღეს შენობაში ვერ შევლენ”-განუცხადა “მეტრონომს” გვაზავამ.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს შენობის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც თანამშრომლების ევაკუაცია გახდა საჭირო.  დამწვარია 30 კვადრატული მეტრის ფართობი.

იტვირთბა....