ზუგდიდის ცენტრში, კოსტავას ქუჩაზე მამაკაცმა ლომბარდის დაწვა სცადა. ადგილობრივების ინფორმაციით, შუახნის მამაკაცმა ლომბარდს ბენზინი შეასხა და ხალხმრავალ ადგილას შეეცადა ლომბარდის დაეწვა. თვითმხილველების განცხადებით, მოქალაქეს ლომბარდში ოქრო ჰქონდა ჩაბარებული, რომლის საფასურიც გადახდილი ჰქონდა, მაგრამ ლომბარდის მეპატრონეები მამაკაცს საკუთარ ნივთებს არ უბრუნებდნენ.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო, სახანძრო და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ეჭვმიტანილი მამაკაცი დაკავებულია.
როგორც “მეტრონომს” შსს-ს პრეს-ცენტრში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.