საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, ერთა თასის მეორე ტურის შეხვედრაში გერმანიას უმასპინძლა და მეტოქე დიდი ანგარიშით და უპირატესობით დაამარცხა. ქართველმა რაგბისტებმა სტუმრები 50-6 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ “ბორჯღალოსნებმა” ეს მატჩი, მნიშვნელოვნად გადახალისებული შემადგენლობით ჩაატარეს, თუმცა მოწინააღმდეგეს მაინც არანაირი შანსი არ დაუტოვეს.
შეხვედრა რუსთავის სარაგბო მოედანზე შედგა და ამ მოგებით საქართველო, ჯგუფში ქულათა მაქსიმუმით გალიდერდა. გამარჯვებით ჩვენმა ნაკრებმა ბონუს ქულა აიღო და სატურნირო ცხრილში 10 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება.
“რაგბი ევროპის ჩემპიონატის” მორიგ მატჩს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სტუმრად ესპანეთთან 4 მარტს ჩაატარებს.