გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21 თებერვლამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში დღეს და ხვალ უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობში ღამით -1:+4 გრადუსი იქნება, ზოგან -5-მდე; დღისით – 8;13 გრადუსი, მთაში ღამით -10; -5 გრადუსია მოსალოდნელი; დღისით – 2;7 გრადუსი; მაღალმთაში ღამით -17;-12 გრადუსი; დღისით – 0;5 გრადუსი;
აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში დღეს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ბარში ღამით -6;-1 გრადუსი; ზოგან -11 გრადუსამდე. დღისით – 7;12; მთაში ღამით – -13;-8 გრადუსი; დღისით – 1;6 გრადუსი; მაღალმთაში ღამით – -15;-10; ზოგან -20 გრადუსამდე; დღისით -1;+4 გრადუსი; ზოგან – -5 გრადუსამდე.
თბილისში დღეს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ღამით -4; დღისით 11 გრადუსი იქნება. უნალექო ამინდი საქართველოში 21 თებერვლამდე შენარჩუნდება.