მთავარი პროკურორის მოადგილის მამუკა ვასაძის განცხადებით, მაღალი იერარქიის სასულიერო პირი 16 თებერვალს სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ახსენა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ფრაზა ნახსენები საჩივრის ავტორის განცხადებაში იყო. განაცხადა მან ტელეკომპანია “იმედთან” საუბრისას.
პროკურორის თქმით, საქმეში არსებობს ფარული ჩანაწერები და საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ გერმანიაში მყოფ პირებს, სადაც კათოლიკოს-პატრიარქი ოპერაციას იკეთებდა, საფრთხე ნამდვილად ემუქრებოდათ და ეს საფრთხე სახელმწიფომ თავიდან აიცილა. თუმცა კითხვაზე იყო თუ არა დანაშაულის სამიზნე უწმინდესი ილია მეორე, ვასაძემ განაცხადა, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ შეკითხვას ვერც დადებითად და ვერც უარყოფითად ვერ უპასუხებს.
პროკურორის განცხადებით, იმ პირებს შორის, ვისაც საფრთხე ემუქრებოდა, ერთი იდენტიფიცირებულია, სხვა დეტალების დადგენაზე გამოძიება მუშაობას განაგრძობს. პროკურორის თქმით, საგამოძიებო უწყება მტკიცებულებების ნაწილს გამოაქვეყნებს პატრიარქის საქართველოში დაბრუნების შემდეგ.

