“მეტრონომს” საქართველოს საპატრიარქოში გაუცხადეს, რომ სრულიად საქართველოს კათლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ბერლინიდან თბილისში 20 თებერვალს, 18:00 საათზე დაბრუნდება.
კათოლიკოს-პატრიარქი თანმხლებ პირებთან და ქორეპისკოპოსებთან ერთად თბილისის აეროპორტში ჩარტერული რეისით დაბრუნდება. პატრიარქს აეროპორტში მრევლი, სასულიერო პირები და საზოგადოების წარმომადგენლები დახვდებიან.
შეგახსენებთ, რომ კათოლიკოს-პატრიარქი გერმანიაში სამკურნალოდ 2 თებერვალს გაემგზავრა. უწმინდესს „ჰელიოს ბერლინ ბუხ კლინიკაში“ 13 თებერვალს ნაღვლის ბუშტის ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.